დარიჩინის როლები შოკოლადით
დღევანდელი რეცეპტით გვსურს ჩვენი დარიჩინის როლების პოპულარობა კიდევ უფრო გავზარდოთ და უფრო შეგაყვაროთ :) რამდენიმე დღეა ვფიქრობთ, რა მოვუხერხოთ ჩვენს ყველაზე ხშირად გაკეთებად რეცეპტს ისეთი, რომ თან ძველი გემო არ დავკარგოთ და თან სიახლე შევმატოთ. ბოლოს გადავწყვიტეთ ბაზისი არ შეგვეცვალა, უბრალოდ დაგვემატებინა ყველასთვის საყვარელი შოკოლადი. მაშ ასე, გთავაზობთ დარიჩინის როლებს შოკოლადით.
ინგრედიენტები
ცომი
შიგთავსი
ტოპინგი
მომზადება
პირველ რიგში დავიწყოთ ცომით:
ამჯერად შევცვალოთ თანმიმდევრობა. ჯერ თბილ რძეს ვაყრით, შაქარს, საფუარს. ვურევთ და ვაცდით 15 წუთი. შემდეგ იმავე ჯამში ვამატებთ კვერცხს და ბოლოს ოთახის ტემპერატურაზე კარგად დარბილებულ კარაქს. შერევისას არ მიიღებთ ერთიან მასას. მაგრამ არაუშავს, ეს ასეც უნდა იყოს. ბოლოს ნაწილ-ნაწილ ვამატებთ ფქვილს. კარგად ვურევთ ერთმანეთში და გადავდგამთ 2 საათით თბილ ადგილას, რომ კარგად ამოფუვდეს. ჩვენ ვიყენებთ კულინარიულ პარკს, რომ ჰაერი არ შეეპაროს და დროულად ამოფუვდეს.
ამასობაში მივხედოთ შიგთავსს. ყველა ინგრედიენტი, რაც შიგთავსის სიაში გვიწერია შევურიოთ ერთმანეთში და მივიღებთ შოკოლადის კარაქს. აქაც მნიშვნელოვანია, რომ კარაქი იყოს კარგად დარბილებული.
ამოფუებული ცომი უნდა გავაბრტყელოთ და წავუსვათ შოკოლადის კარაქი. გადავახვიოთ და დავჭრათ 16 ნაჭრად.
შემდეგ გამოსაცხობ ფორმაზე ან გაზქურის თუნუქის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ როლები.
გადააფარეთ ნაჭერი და გადადგიტ თბილ ადგილას 30 წუთით. ცომი კიდევ ამოფუვდება და ამის შემდეგ შედგით გაზქურაში 25 წუთით 200 გრადუსზე.
სანამ როლები ცხვება, მივხედოთ ტოპინგს. აურიეთ ერთმანეთში შაქარი და კარაქი. შემდეგ ჩაამატეთ კრემ ყველი. გახსოვდეთ, მანამდე კარაქი და კრემ ყველი ოთახის ტემპერატურაზე უნდა გქონდეთ გაჩერებული მინ 40 წთ. შემდეგ დაუმატეთ რძე, ოღონდ დააკვირდით. იმდენი რძე გამოიყენეთ, რამდენიც საჭიროა საჭირო კონსისტენციისთვის. ტოპინგი ოდნავ სქელი უნდა იყოს.
ბოლოს მოასხით ტოპინგი როლებს და მიირთვით გემრიელად.