ძაძიკი
ხშირად ვამბობ, რომ იტალიური სამზარეულოს მოყვარული ვარ, მაგრამ რატომღაც მავიწყდება ხოლმე ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კერძები. გამოგიტყდებით და გულის სიღრმეში მათ სამზარეულოს ვეთაყვანები. ერთ-ერთი ფავორიტია ძაძიკი, რომლის მომზადებასაც გვიან გაზაფხულზე ვიწყებ ხოლმე და მთელი ზაფხული გრძელდება. ინგრედიენტებს, რომელსაც ვიყენებთ ამ სოუსისთვის მნიშნვნელოვანია იყოს ახალი, fresh. მსუბუქია, ჯანსაღი და იდეალური უცებ წასახემსებლად.
ინგრედიენტები
მომზადება
ძაძიკი ძალიან მარტივად მოსამზადებელი სოუსია.
მნიშვნელოვანია მხოლოდ, რომ გახეხოთ კიტრი და აღნიშნული ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიოთ.
ტრადიციულად, კამას იყენებენ, მაგრამ მე ტარხუნა ვამჯობინე. თქვენი არჩევანია!
მიირთვით სხვადასხვა ბოსტნეულთან ან პიტა პურთან ერთად.