ძროხის ნეკნი პომიდორში
ხორცის მოყვარულებო, ეს კერძი ნამდვილი დღესასწაულია! წვნიანი, არომატული პომიდვრის სოუსი და კარგად მოხარშული ძროხის ნეკნი იდეალური შერწყმაა. დაგვიჯერეთ, ეს კერძი თქვენს სადილს გამორჩეულს გახდის. და ბოლოს, არ დაგავწყდეთ ჭიქა წითელი ღვინო.
ინგრედიენტები
მომზადება
გარეცხილ ხორცს კარგად ვაშრობთ ქაღალდის ხელსახოცით. ტაფაში ვაცხელებთ ზეითუნის ზეთს და ხორცის ნაჭრებს ვწვავთ ოთხივე მხარეს. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ხორცი შებრაწოთ მხოლოდ ზედაპირულად, უნდა მიიღოს ოქროს ფერი.
ამის შემდეგ, შებრაწულ ხორცს ვათავსებთ საშუალო ზომის ქვაბში და ვასხამთ წყალს ისე, რომ ხორცი ოდნავ დაფაროს. ქვაბს დაბალ ცეცხლზე ვაჩერებთ იქამდე, სანამ ნეკნი ძალიან კარგად არ მოიხარშება. დაგჭირდებათ დაახლოებით 1 საათი ან მეტი, ხორცის ხარისხიდან გამომდინარე. მიაქციეთ ყურადღება, რომ წყლის ჩაშრობის შემთხვევაში, დაამატოთ წყალი.
როდესაც ხორცი მოიხარშება, ბულიონი გადაიტანეთ ცალკე ჯამში. წყალი დავტოვოთ ქვაბში მხოლოდ იმდენი, რომ ქვაბის ძირი დაფაროს, დაახლოებით 2 სმ სიმაღლეზე. ხორცს და ბულიონს დავამატოთ დაჭრილი ხახვი, ნიორი და ჩავშუშოთ. ამის შემდეგ დავამატოთ პომიდორი და გავაჩეროთ საშუალო ცეცხლზე იქამდე, სანამ ხორცი იმ დონეზე არ მივა, რომ მისი მოჭრა კოვზით იყოს შესაძლებელი.
იმის მიხედვით, თუ როგორი კონსისტენციის სოუსი გსურთ, გამოიყენეთ ბულიონი.
ბოლოს მოაყარეთ მარილი, მწვანილი და დაახხლოებით 5 წუთს შემდეგ გამორთეთ.
უგემრიელესი სადილი შეგიძლიათ მიირთვათ ბრინჯთან ერთად.
მეტი სიცხარისთვის მოაბნიეთ მწარე წიწაკა.