ფახიტასი
ფახიტასი საქართველოში საკმაოდ პოპულარული კერძია, თუმცა, რატომღაც, სახლში ბევრი არ ამზადებს და გარეთ ურჩევნიათ ყიდვა და შემდეგ სახლში ამოტანა, რომ დრო და ენეგია დაზოგონ. ვიცი, მეც ვყოფილვარ მანდ და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ, რომ დავფიქრდეთ, ეს უმარტივესი კერძი ყოველდღიურ რუტინაში ჩასასმელია, იმდენად სწრაფად და ადვილად კეთდება.
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში გარეცხეთ ქართმის ფილე. აუცილებლად უნდა იყოს ძვალ გამოცლილი და კან გაცლილი. დიდი ალბათობით თქვენი ფილე სქელი იქნება, ამიტომ გჭერით შუაზე. მოაყარეთ სუნელები, მოასხით ზეითუნის ზეთი, ერთი ცალი ლაიმის წვენი და გადადეთ 1 საათით. თუ ძალიან გეჩქარებათ, შეგიძლიათ დამარინადებას არ დაელოდოთ.
შემდეგ, ახურებულ ტაფაზე შეწვით, როცა კარგად შეიბრაწება გადადეთ თეფშზე, ტაფა კი არ გარეცხოთ. ჩაამატეთ თანაბარ ნაჭრებად დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა, დაამატეთ ცოტა მარილი და 10 წუთის განმავლობაში მოთუშეთ. სასურველია ხახვი იყოს დაჭრილი ე.წ. ალყა-ალყა ნაჭრებად, ხოლო ბულგარული წიწაკა გრძელ და თხელ ნაჭრებად.
გახსოვდეთ, არ გადაამეტოთ დროს, ბოსტნეული არ უნდა იყოს ჩახარშული და უსიცოცხლო. ფერი დატექსტურა შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს. შემდეგ გადაიტანეთ სერვირების თეფშზე ქათამთან ერთად, თუ დაგრჩათ, ცოტა კიდევ მოასხით ლაიმის წვენი დამიირთვით გემრიელად.