ფენქეიქების ტორტი

08 აპრ 2020 |

ყველაზე მეტად ბლინების გამოცხობა მეადვილება, თუმცა მუდამ ვცდილობ მრავალფეროვნება შევიტანო ამ გემრიელ საუზმესა თუ დესერტში. რადგან ჩემს შვილს კრემიანი ნამცხვრები ძალიან უყვარს, ტორტი კი მისთვის ნამდვილი დღესასწაულია, გადავწყვიტე მისი გახალოსება გემრიელად და რა თქმა უნდა მარტივად. მოკლედ არ არის საჭირო დაველოდოთ დაბადების დღეს როცა ასე მარტივია "ტორტის" გამოცხობა. :)

ინგრედიენტები

ბლინები

კრემი

მომზადება

1.პირველ რიგში ვაცხობთ ფენქეიქებს, ჯერ აურიეთ სველი ინგრედიენტები: კვერცხი და რძე, შემდეგ მშრალი და ბოლოს ერთმანეთში შეურიეთ. მე ფენქეიქების საცხობად ყოველთვის ვიყენებ კანოლას სპრეი ზეთს, რომელიც საერთოდ არ იკრავს, თუმცა თქვენ თუ ეს ზეთი ჯერ კიდევ არ გაქვთ, გამოიყენეთ სტანდარტული მცენარეული ზეთი. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ბლინების ცომით უნდა მივიღოთ სამი ფირფიტა, ამიტომ საშუალო ზომის ტაფაზე მთლიანად გადაანაწილეთ ცომი და შესაბამისად მთლიანი ცომის მასაც სამ ნაწილად გაყავით, ტაფის ზომის შესაბამისად. ფირფიტები უნდა გამოვიდეს სტანდარტული ფენქეიქების სისქის.

2. ამის შემდეგ ვიწყებთ კრემის მომზადებას. ოთახის ტემპერატურის რძეში გახსენით ფქვილი და შაქარი. დაადგით ნელ ცეცხლზე და არ შეწყვიტოთ მორევა. როგორც კი მოიხარშება და ადუღდება გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 7-10 წუთი და გადმოდგით გასაცირბლად. როგორც კი მოხარშული კრემი გაცივდება, ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერით და ნელ-ნელა შეურიეთ მოხარშული კრემი. ბოლოს დაუმატეთ 2 ს/კ მოხარშული შედედებული რძე, თუმცა შეგიძლიათ მის გარეშეც.

3.ბოლოს ეტაპი ბლინების დაკრემვაა. მე პირველ ფირფიტას კრემის შემდეგ მოვაყარე ნუშის ფანტელები. თქვენ შეგიძლიათ ნიგოზი ან თხილი გამოიყენოთ, შუა ფირფიტას კრემის შემდეგა მოვაწყე დაჭრილი ბანანი და ბოლოს ისევ ნუშის ფანტელებით გავაფორმე. მივიღე გემრიელი ტორტი მარტივად!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.