ფორთოხლის ტორტი

18 თებ 2020 |

ზამთარი მიყვარს ციტრუსის გამო. ვცდილობ ნარინჯისფერი ხილი ყველაფერში გამოვიყენო: გრეიფრუტი წყალში, ლიმონი ჩაიში, ლიმონი და ფრეიფრუტი სალათში, შვრიაში თუ ქინოაში, და ბოლოს, ფორთოხალი ნამცხვარში. გაზაფხულამდე სულ ცოტა დარჩა, ამიტომ მოასწარით და ზამთარი გემრიელად გააცილეთ. არომატული, ციტრუსით გაჟღენთილი ნამცხვრის მომზადების შემდეგ თქვენ თავს აუცილებლად დაუსვამთ ამ შეკითხვას: ,,ნუთუ ეს მე გამოვაცხე?"

ინგრედიენტები

ცომი:

კრემი:

მომზადება

არომატული ზამთრის ნამცხვარი

პირველ რიგში, გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე (შემდეგ დრო რომ არ დაკარგოთ:).


ცომისთვის:

გაამზადეთ 2 ჯამი მშრალი და სველი ინგრედიენტებისთვის. პირველ ჯამში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, სოდა, გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი. კარგად აურიეთ ერთმანეთში. მეორე ჯამში კი კარაქი, ფორთოხლის წვენი, არაჟანი, ფორთოხლის ცედრა შეათქვიფეთ ერთმანეთს და ბოლოს ფქვილიან ჯამში გადაითანეთ. მიქსერით კარგად გათქვიფეთ, უნდა მიიღოთ არაჟნის სისქის მასა. თუ ფიქრობთ რომ ცომი ძალიან თხელია, ფაუმატეთ 2 ს/კ ფქვილი და კარგად შეკრავს.


მე ფორთოხლის ტორტისთვის გამოვაცხვე 2 ბისკვიტი. დაახლოებით 20-30 წუთი ვაჩერებთ ღუმელში. ცხობის დროს აუცილებლად ამოიწევს ცომის მასა და ამიტომ კრემის წასმამდე მოაჭერით ამობურცული ზედაპირი.


კრემისთვის:

ჯამში მოათავსეთ ჯერ კარაქი და მდნარი ყველი. 3-4 წუთი გათქვიფეთი მაღალი სიჩაქრით, ვიდრე არ მიიღებთ თეთრ ფუმფულა მასას. ამის შემდეგ შეათქვიფეთ საკონდიტრო შაქარი, ფორთოხლის ცედრა და წვენი. ვიდრე ბისკვიტები ცხვება, კრემი შეგიძიათ შეინახოთ მაცივარში.


კრემის წასმამდე გააციეთ ბისკვიტები. გადაუსვით კრემი ჯერ პირველ ფენას, შემდეგ მეორეს, მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები. გაითვალისწინეთ, ნამცხვარი მეორე დღეს უფრო გემრიელია :)


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.