ფუმფულა ბრაუნი
ბრაუნის მხოლოდ ჩემი შვილისთვის ვამზადებ ხოლმე. ერთადერთი დესერტი რასაც სანდრო ჭამს, ეს შოკოლადის ნამცხვარია. კლასიკური ბრაუნის გამოცხობა რომ მომბეზრდა, გადავწყვიტე რაიმე ახალი რეცეპტი მეცადა და გაამართლა: უფრო ფუმფულა და ჰაეროვანი გამოვიდა, თუმცა გულში თავისებური სინესტე მაინც შეინარჩუნა.
როგორც ჩანს ეს თოვლი თავს არ გვანებებს, ამიტომ მოამზადეთ ჩვენი რეცეპტის მიხედვით და გემრიელად ჩაუსხედით ბრაუნის ჩაითან ერთად. ხომ გახსოვთ, დღეს 8 მარტია და თქვენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებთ!
ინგრედიენტები
მომზადება
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
შოკოლადი მოათავსეთ პატარა ჯამში და 2 წუთი გაალღვეთ მიკროტალღურ ღუმელში.
პარალელურად, დიდ ჯამში მოათავსეთ შაქარი და კარაქი და 3 წუთი მიქსერით კარგად ათქვიფეთ. ამის შემდეგ შეურიეთ კვერცხი და დამდნარი შოკოლადი. როდესაც მიიღებთ ერთიან მასას, დაუმატეთ რძე, ვანილი და მწიკვი მარილი. ბოლოს ფქვილი და გამაფხვიერებლის მიქსი შეურიეთ და მიიღებთ ფაფუკ ცომს.
მიაშხაპუნეთ კანოლა სპრეი ზეთი ბრაუნის ფორმაზე და მოათავსეთ ცომი ფორმის შუამდე, რადგან ის აუცილებლად ამოფუცდება. თუკი შემოგრჩათ ზედმეტი ცომი, სხვა ფორმაში გაანაწილეთ.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.
გილოცავთ 8 მარტს!