გალეტი

22 ოქტ 2019 |

ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება! ჩვენი პირველი შეხვედრის წუთიც კი მახსოვს. მახსოვს, როგორ გამოვიღე ღუმელიდან. ჯერ მისმა სურნელმა დამახვია თავბრუ, შემდეგ როგორ მაცდურად გამოიყურებოდა, და ბოლოს, ბოლოს რა თქმა უნდა გემო! რამდენიმე წამი და ის ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრა. აბა, ვინ გააჩერებდა მას დიდი ხანი თეფშზე?

ინგრედიენტები

შიგთავსისთვის

მომზადება

გალეტის მომზადებას ვიწყებთ ცომით. პროცესორში მოათავსეთ ფქვილი, კარაქი, წყალი და მარილი და რამდენიმე წამი დაატრიალეთ. გადმოიღეთ ცომის მასა ფქვილიან ზედაპირზე, ხელით მოზილეთ და გუნდად აქციეთ. გადააფარეთ ცელოფანი და ცოტა ხანი მაცივარში შეინახეთ. ცომი გააბრტყელეთ ისე, რომ იყოს თხელი და მიიღოს მრგვალი ფორმა.

რაც შეეხება შიგთავსს! დაჭერით თხელ ნახევარმთვარეებად ხილი. შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ნებისმიერი მყარი ხილი, როგორიცაა ვაშლი, ატამი, ქლიავი, მოცხარი, მსხალი. ჩაყარეთ ხილი ჯამში, მოაყარეთ ფქვილი, შაქარი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ვიდრე ხილის მასას მოათავსებთ ცომზე, გადაუსვით ცომს ფუნჯით კვერცხის და შაქრის მიქსი. ხილის მოთავსების შემდეგ ცომის ფირფიტას ბოლოები აუკეცეთ და ზედაპირზე წაუსვით დარჩენილი კვერცხის მიქსი და მოაყარეთ შაქარი გასაფრომებლად. მოათავსეთ გალეტი ღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე. დაახოლებით 20-25 წუთში ის შეიცვლის ფერს და გახდება მუქი ოქროსფერი. მიირთვით როგორც კი ოდნავ შეგრილდება ნაყინთან, ან ნაღების კრემთან ერთად. თუმცა დამოუკიდებლადაც გემრიელია!


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.