გამომცხვარი ბადრიჯანი ავოკადოს და ქინძის სოუსთან ერთად

06 დეკ 2020 |

ინგრედიენტები

მომზადება

დაჭერით საშუალო სისქის მრგვალ ნაჭრებად ბადრიჯანი და მოაყარეთ მარილი.

გადადგით 30 წუთით


სიუსისთვის მოათავსეთ ბლენდერში ზეითუნის ზეთი, ნიორი, ქინძი, ავოკადო, გაწურული მაწონი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და დააბლენდერეთ. ტექსტურა უნდა იყოს ოდნავ სქელი, კრემოვანი, თუ თავიდან თხელი გამოგივიდათ, დაამატეთ ავოკადო, თუ ცოტა სქელი იქნება, წყლით გაათხელეთ.


30 წუთში ბადრიჯანი გამოუშვებს წვენს, რომელიც ქაღალდის ხელსაწმენდით უნდა შეაშროთ, წაუსვათ ზემოდან ზეითუნის ზეთი და 20 წუთით შედგათ გაზქურაში.


გამოცხობის შემდეგ ბადრიჯანი ოდნავ უნდა გაგრილდეს და ავოკადოს და ქინძის სოუსი მოთავსდეს თითოეულ ნაჭერზე.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.