გამომცხვარი ბადრიჯანი ქინოათი

14 ივლ 2021 |

დაგვეთანხმებით ალბათ, რომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კერძები ზაფხულს განსაკუთებულად უხდება; ესაა მრავალფეროვანი, ცოცხალი, ვიტამინებით და მინერალებით სავსე პროდუქტების ნამდვილი ზეიმი. ამიტომაცაა, რომ როდესაც მინდა რაიმე გემრიელი, სასარგებლო და სწრაფად მოსამზადებელი კერძი, სწორედ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების სამზარეულოს მივმართავ ხოლმე. ახლაც, როდესაც ბადრიჯანი ასეთი აქტუალურია (და დავიღალეთ ამდენი აჯაფსანდალით, რომელზეც ვგიჟდები:)), გირჩევთ მოამზადოთ ქინოასთან ერთად და გპირდებით, რომ ძაალიან შეგიყვარდებათ. მე მაგალითად, ხვალ აუცილებლად უნდა გავიმეორო, თქვენი ამბებიც გამაგებინეთ :)

ინგრედიენტები

ტაჰინის სოუსი:

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და მოამზადეთ ბადრიჯანი გამოსაცხობად: გაჭერით შუაზე, მოასხით ოდნავ ზეითუნის ზეთი და დაახლოებით 20-25 წუთი გააჩერეთ ღუმელში.


პარალელურად მოხარშეთ ქინოა: 1/2 ჭიქა ქინოას 1 ჭიქა წყალში ვხარშავთ დაბალ ცეცხლზე, მანამ, სანამ წყალი არ გამოშრება.


პატარა ტაფაზე მოთუშეთ ხახვი, შემდეგ შეურიეთ კუბებად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ ძირა, მარილი, პილპილი და 2-3 წუთი მოთუშეთ, შემდეგ დაამატეთ მოხარშული ქინოა და მალევე გადმოიღეთ ცეცხლიდან.


როდესაც ბადრიჯანი გამოცხვება, მოათავსეთ ქინოა ზედაპირზე, მოაყარეთ ცინცხალი ქინძი და მოასხით ტაჰინის სოუსი, რომლის ინგრედიენტებიც უბრალოდ ერთმანეთს კარგად უნდა შეურიოთ და მზადაა!


გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.