გამომცხვარი სტაფილო კუსკუსით
დაიწყო ზაფხულზე არანაკლებ ფერადი შემოდგომის სეზონი ☺️ და ისეთი გემრიელი სალათით ვეგებები, რომ მე თვითონაც გაოგნებული ვარ ამ გემოების ერთად თავშეყრით 😍 კუსკუსი სტაფილოსთან და მწვანე სოუსთან ერთად აუცილებლად მოსანიშნი რეცეპტების სიაშია! ამაში მაშინვე დარწმუნდებით, როდესაც მოამზადებთ და გასინჯავთ☺️😋
ინგრედიენტები
მწვანე სოუსი:
მომზადება
კუსკუსი მოათავსეთ ღრმა ჯამში და დაასხით ადუღებული წყალი. გადადეთ გვერდზე.
სტაფილოები გაჭერით შუაზე, მოასხუთ ოდნავ ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ ნივრის სუნელი და მარილი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი გააჩერეთ.
სოუსისთვის დააბლენდერეთ კარგად ინგრწდიენტები. მშრალი თუ იქნება დაამატეთ ზეითუნი ან ლაიმი გემოვნებით.
ბოლოს კი ააწყეთ: ჯერ კუსკუსი, სტაფილოები და სოუსი🤗
ვამზადებთ მარტივად და გემრიელად! 💕