გამომცხვარი ვაშლები

22 ოქტ 2020 |

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი შემოდგომის მიმართ სიყვარული ყოველწლიურად მყარდება. ვფიქრობ, რომ ეს არის დრო, როდესაც ყველაფერი გემრიელია და ყველაზე მეტად გინდება რომ მოამზადო საინტერესო კერძები და დესერტები. აი, მაგალითად დღეს, გავედი ეზოში და დახუნძლული ვაშლის ხიდან რამდენიმე ვაშლი მოვწყვიტე და გამოვაცხე უგემრიელეს შვრიის მიქსთან ერთად. ჩემი დღევანდელი დღე შედგა! რა მარტივია და რა გემრიელი, თავბრუდამხვევი სურნელით... ამ წუთასვე დაიწყეთ მზადება!

ინგრედიენტები

მომზადება

აიღეთ 4 ვაშლი და თავი მოათალეთ, იქამდე ამოჭერით გული, რომ ამოყვეს კურკები. ამოღრუტნულ ვაშლებში რამდენიმე წვეთი ლიმონი მოასხით. შემდეგ ცალკე ჯამში შვრია, შაქარი, კარაქი, დარიჩინი, ჩირი და ნიგოზი ერთმანეთში აურიეთ და გადაანაწილეთ ვაშლებში.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ჩაასხით გამოსაცხობ ფორმაში ვაშლის წვენი რომ ჩაიხარშოს კარგად და არ მიიწვას ძირებზე.

ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ვაშლები იყოს სწორ მდგომარეობაში და ისე გამოაცხოთ.


დაახლოებით 45 წუთში თქვენი უგემრიელესი შემოდგომის დესრტი მზად იქნება! მზიანი ამინდია, ნაყინი კიდევ უფრო იდეალურს გახდის გამომცხვარ ვაშლებს :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.