გასპაჩო

28 ივლ 2020 |

პომიდორი ისეთი მადისამღძვრელია ამ დროს, რომ ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო ყოველ დღე სხვადასხვა კერძში. განსაკუთრებით მიყვარს ესპანური კერძი - გასპაჩო, რომლის მირთმევის შემდეგ ჩათვალეთ, რომ თქვენი ორგანიზმი 100% დატენილია ვიტამინებით და სასარგებლო ნივთერებებით. დაბალკაროლიური, ჯანსაღი, ცივი წვნიანი ზაფხულში საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვისაც კი, ვისაც ,,არ შეუძლია" სამზარეულოში რაიმეს მომზადება :)

ინგრედიენტები

მომზადება

,,გასპაჩოს" მოსამზადებლად დაგჭირდებათ ბლენდერი, რომელშიც უნდა მოათავსოთ დაჭრილი ინგრედიენტები, მოასხათ ზეითუნის ზეთი, ძმარი, ცხარე სოუსი და გემოვნების მიხედვით შეაზავოთ პილპილი და მარილი. სასურველია თუ 2 საათი მაინც გააჩერებთ ცივ წვნიანს მაცივარში და შემდეგ მიირთმევთ. განსაკუთრებით უხდება ბაზილიკის, იგივე შაშკვლავის დაჭრილი ფურცლები. ისიამოვნეთ!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.