გასპაჩო ჟოლოსთან ერთად
ინგრედიენტები, რომელიც გასპაჩოსთვისაა საჭირო, სახლში თითქმის სულ მოიძებნება. გაამზადეთ ზაფხულის ცინცხალი ბოსტნეული უგემრიელესი ცივი წვნიანის მოსამზადებლად და ცხელი დღეების გემრიელად გასატარებლად. თუმცა როგორც სათაურში ნახეთ, ეს ჩვეულებრივი გასპაჩო არ იქნება. ჩვემ, როგორც ექსპერიმენტების და უცხო გემოების მოყვარულებმა, ტრადიციულ რეცეპტს ერთი დამატებითი ინგრედიენტი - ჟოლო შევურიეთ და შედეგმა მოლოდინს დაგააჭარბა. დღესვე მოამზადეთ და აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება! პ.ს გემოვნური თვისებები ცალკე იყოს და ეს წვნიანი საოცრად ფოტოგენურია :)
ინგრედიენტები
მომზადება
გასპაჩოს მომზადება უმარტივესია - გამოაცალეთ კიტრს შეიგთავსი, და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად კარგად დააბლენდერეთ.
გაითვალისწინეთ: ბეგქონდარა განსაკუთრებულ არომატს აძლებს გასპაჩოს, თუმცა შეგიძლიათ ბაზილიკითაც ჩაანაცვლოთ.
რაც შეეხება ძმარს, თქვენი გემოვნების მიხედვით განსაზღვრეთ ამ ინგრედიენტის დოზირება.
გემრიელ ზაფხულს გისურვებთ!