გავაცილოთ შემოდგომა
ზრაზი და პასტა ორაგულით
ზრაზი - ეს კერძი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბალტიის ქვეყნებში. მთავარი ინგრედიენტი არის საქონლის ხორხი, შიგთავსი კი თვქენზე და თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში food4.ge -ის მასპინძელმა კლასიკური ვარიანტი შემოგვთავაზა.
ინგრედიენტები
ზრაზი
პასტა თევზით
მომზადება
1. ზრაზი - საქონლის ხორცი უნდა დაჭრათ თხლად და დაკეპოთ. შემდეგ როგორც ტოლმა ისე გადაახვიეთ, ოღონდ შიგნით მოათავსეთ დაჭრილი ხახვი, მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა. ჩაამაგრეთ გადახვეული ხორჩი ხის ჩხირით ან შეკარით თოკით. გადაიტანეთ ტაფაზე, მობრაწეთ საშუალო ცეცხლზე კარაქთან ერთად, 5-7 წუთი საკმარისია, ამის შემდეგ კი გადაიტანეთ ქვაბში და მოხარშეთ, დაახლოებით 1 საათი დაგჭირდებათ. ქვაბში იმდენი წყალი ჩაასხით რომ ხორცი ძალიან არ დაიფაროს. მოხარშულ ზრაზებს სერვირების დროს აურიეთ ქამა სოკო, ძალიან უხდება და თუ შესაკრავად ძაფებს გამოიყენებთ არ დაგავიწყდეთ მათი მოხსნა.
2. მაკარონი თევზით - მოხარშოთ მაკარონი, რომელიც გსურთ, გადმოიტანეთ ჯამზე, შეურიეთ ნაღები და კუბებად დაჭრილი თევზი. ამ შემთხვევაში ჩვენი მასპინძელი იყენებს შებოლილ ორაგულს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მოხარშული თევზის ხორცი. ამ სადილის მომზადება მართალც რომ მარტივია. გემრიელად მიირთვით.