ღორის სუკის რულეტი

06 ოქტ 2019 |

ღორის სუკის ნაჭერს უამრავი ადამიანი მისი ნაკლებადცხიმიანობის გამო ანიჭებს უპირატესობას. მეც მათ შორის ვარ! ამიტომ მისი მომზადების დროს ვცდილობ მრავალფეროვნება შევიტანო და ჩემი სტუმრები კიდევ ერთხელ მოვიყვანო აღტაცებაში. ხორცის მომზადების დროს როგორც ყოველთვის მეუღლე მეხმარება ხოლმე, სხვანაირად არ გამოდის! თქვენც გირჩევთ ერთად მოამზადოთ კერძი, რომელიც გარნირის გარეშეც უგემრიელესია.

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში ვიღებთ ღორის სუკის ნაჭერს. ხორცის მასას, რომელსაც აქვს ძეხვის ფორმა ვჭრით ისე, რომ გადაიშალოს როგორც ქაღალდის რულონი. ზემოდან ვაფარებთ პარკს და კულინარიული ჩაქუჩით ვბეგვავთ, რომ უფრო დარბილდეს, გახდეს მორჩილი და ვაძლებთ მართკუთხა ფორმას. დაბეგვილი ხორცის ფირფიტაზე ვშლით ზემოთ აღნიშნულ ინგრედიენტებს და ვიწყებთ გადახვევას. ყოველი გადაბრუნების შემდეგ ვამატებთ მთელ სიგრძეზე ბეკონის ნაჭერს.

ღუმელს ვახურებთ 180 გრადუსსზე. გამზადებულ ღორის სუკის რულეტს ვაჩერებთ ღუმელში დაახლოებით ერთი საათი.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.