გოგრის ღვეზელი

07 ნოე 2020 |

სიმართლეს გეტყვით _ არ მიყვარს გოგრა, არასდროს ვჭამ მას როგორც ცალკე აღებულს, მაგრამ!!! სიამოვნებით მივირთმევ სალათებში, წვნიანებში და განსაკუთებით მიყვარს გოგრა ღვეზელში. უკვე ტრადიციასავით მექცა, რომ ყოველი წლის ნოემბერში მოვამზადო ღვეზელი და წელს გოგრაზე შევაჩერე არჩევანი. შემოდგომის სიცივე უკვე კარგად იგრძნობა და საღამოს გოგრის ღვეზელი ჩაისთან ერთად ვფიქრობ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

ინგრედიენტები

შიგთავსისთვის:

მომზადება

გოგრის ღვეზელის მომზადებას ვიწყებთ ცომით: მოათავსეთ ცომისთვის საჭირო ინგრედიენტები ჩოპერში და 1 წუთი დაატრიალეთ, სანამ არ მიიღებთ ერთიან მასას. შემდეგ მიღებული მასა შეკარით ერთ გუნდად და გაახვიეთ სამზარეულოს პარკში. გირჩევთ, რომ ცომი მაცივარში გააჩეროთ მინიმუმ ერთი საათი.


მაცივრიდან გამოღების შემდეგ ცომი გააბრტყელეთ, გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ და 15 წუთი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. გაითვალისწინეთ, რომ ცომი არ უნდა გამოცხვეს ბოლომდე, რადგან ის უკვე შიგთავსთან ერთად მეორედ უნდა შევაბრუნოთ ღუმელში.


რაც შეეხება ღვეზელის შიგთავსს: აიღეთ ერთი ღრმა ჯამი და ერთმანეთში აურიეთ აღნიშნული ინგრედიენტები. არ შეგაშინოთ ამ მასის თხელმა სტრუქტურამ, სახამებელი და კვერცხი გამოცხობის დროს შეკრავს.


როდესაც გაგრილდება ღვეზელის ქერქი, ჩაასხით გოგრის შიგთავსი და შედგით ისევ ღუმელში. დაელოდეთ დაახლოებით 30-35 წუთი.


გოგრის ღვეზელი სერვირებამდე აუცილებლად გააგრილეთ. სურვილისამებ მიირთვით გათქვეფილ ნაღებთან ერთად.


გემრიელ და მშვიდ ნოემბრის თვეს გისურვებთ!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.