გოგრის მაფინები

29 ოქტ 2020 |

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვგიჯდები ,,ჰელოუინზე" და ზოგადად ოქტომბერზე! ისე არაფერი მახალისებს როგორც იმაზე ფიქრი თუ ვის კოსტუმზე შევაჩერებ აქცენტს ყოველ წელს - ჯადოქრი თუ დედოფალი, კინოს გმირი ვიქნები თუ ზღაპრის და ა.შ. მოკლედ, ეს განწყობა ამერიკიდან მომყვება და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნაკლებად აინტერესებთ ,,ჰელოუინი", მე მაინც ჩემსას არ ვიშლი: ფორმასაც ვარჩევ, დეკორაციებსაც ვამონტაჟებ ეზოში და გოგრის მაფინებსაც ვაცხობ, რომლის რეცეპტსაც რა თქმა უნდა გიზიარებთ :) HAPPY HALLOWEEN !

პ.ს. 31 ოქტომბერს ბავშვებზე მეტად ველოდები :)

ინგრედიენტები

კრემისთვის:

მომზადება

გოგრის მაფინების მოსამზადებლად აიღეთ ერთი ღრმა ჯამი. მოათავსეთ ჯერ ყავისფერი შაქარი, ვანილი, მწიკვი მარილი, გამაფხვიერებელი, მიხაკი, დარიჩინი, ჯანჯაფილი (გთხოვთ ეს ბოლო სამი ინგრედიენტი არ გამოტოვოთ!!!), 2 კვერცხი და აურიეთ კარგად. შემდეგ მოასხით მცენარეული ზეთი და გოგრის პიურე და ისევ კარგად შეათქვიფეთ ერთმანეთს. დაბოლოს ფქვილი! მიიღებთ არაჟნისებურ მასას.


მოასხით კანოლას სპრეი ზეთი მაფინის ფორმას და ნახევარზე ოდნავ მეტი ცომი მოათავსეთ, რადგან აუცილებლად გაიზრდება მოცულობაში. 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ და გამოაცხვეთ 20 წუთი. ამ ცომით გამოდის დაახლოებით 10 მაფინი.


რაც შეეხება კრემს. კრემ-ყველი და კარაქი აუცილებელია რომ იყოს ოთახის ტემპერატურაზე, დაამატეთ ვანილი და შაქრის ,,პუდრა" და მიიღებთ უგემრიელეს კრემს.


მორთეთ გაციებული მაფინები კრემით და კანფეტებით! გაერთეთ მთელ ოჯახთან ერთად!


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.