გოგრის ორცხობილები

12 ნოე 2020 |

ანას ,თათუნები" ალბათ ბევრ ფოტოში შეგიმჩნევიათ. პირველად ვაფლის ფოტოს გადაღების დროს შემომიყო კადრში თავისი საყვარელი თითები და ფოტოც შედგა! მას შემდეგ ანა ხშირად ,,პოზირებს" food4.ge-ს ფოტოსესიებში. ახლაც, ჩემი საყვარელი ,,თაგუნია" გოგრის ორცხობილებს მიეპარა, თან შოკოლადის ნატეხებმაც და რძემაც მიიზიდა. ყველაზე მეტად მოკბეჩილი ორცხობილას შუა გზაში დატოვება მესაყვარლება :)

ინგრედიენტები

მომზადება

საშუალო ზომის ჯამში მოათავსეთ რბილი კარაქი, თეთრი და ყავისფერი შაქარი და კარგად შეათქვიფეთ ერთმანეთს. შემდეგ შეურიეთ გოგრის პიურე.

მეორე ჯამში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, ვანილი, დარიჩინი, ერთმანეთს შეურიეთ და გადაიტანეთ სველი ინრედიენტების ჯამში. კიდევ ერთხელ ათქვიფეთ და მიიღებთ ორცხობილების ცომს.


სასურველი იქნება თუ ცოტა ხანი გააჩერებთ ცომს მაცივარში და როდესაც გაცივდება დასვით საშუალო ზომის ბურთები საცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან მოშორებით. სურვილისამებრ დაუმატეთ ზემოდან შოკოლადის ნატეხები, ნიგოზი ან ქიშმიში.


180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გაოაცხვეთ დაახლოებით 10-12 წუთი.


ვნახოთ რამდენ ხანში გააქრობს ,,პატარა თაგუნია" თეფშიდან ორცხობილებს :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.