გრანოლა
მათთვის, ვისთვისაც საუზმე დილის განუყოფელი ნაწილია, ვფიქრობ გრანოლაც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს თქვენი საუზმის მაგიდაზე. ჯანსაღი და სასარგებლო გრანოლას მოსამზადებლად დიდი ძალისხმევა სულ არაა საჭირო; მთავარია გქონდეთ ხარისხიანი შვრია და რამდენიმე დამატებითი ინგრედიენტი, რომელიც დაგეხმარებათ საოცრად არომატული და გემრიელი საუზმის მომზადებაში. გთავაზობთ კლასიკური გრანოლას რეცეპტს, რომელიც დარწმუნებულები ვართ აუცილებლად შეგიყვარდებათ და ყოველთვის იქნება თქვენი საუზმის რაციონში.
ინგრედიენტები
მომზადება
გრანოლას მოსამზადებლად ჯამში მოათავსეთ ჯერ შვრია, შემდეგ დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები: თხილეული და ნებისმიერი ჩირი თქვენი გემოვნებით, დარიჩინი და მწიკვი მარილი. კარგად შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს. ამის შემდეგ დაამატეთ თაფლი და ქოქოსის ზეთი (ან სხვა ზეთი), კარგად გადაურიეთ ერთმანეთს. თუ გსურთ უფრო ტკბილი გემო ქონდეს გრანოლას, დაუმატეთ მეტი თაფლი და არავითარ შემთხვევაში შაქარი :). გაანაწილეთ შვრიის მასა თუნუქის საცხობ ფირფიტაზე.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და დაახლოდებით 10-15 წუთი გააჩერეთ ვიდრე მასა არ შეიფერება და გახდება ოქროსფერი. შესაძლოა უფრო გამუქდეს კიდეც, გააჩნია თაფლს. გააგრილეთ გრანოლა და მიირთვით ხაჭოსთან, იოგურტთან და საყვარელ კენკრასთან ერთად.
ასეთი საუზმის შემდეგ დღე აუცილებლად ბედნიერად ჩაივლის!