გუდის ყველის სოუსი

22 აპრ 2020 |

როდესაც წინა დღეს ბავშვებისთვის მომზადებული კარტოფილის ხინკალი გავხუხეთ, მივხვდით, რომ მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი. ამიტომ, ჩავრთეთ ფანტაზია და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კერძი, უჩვეულოდ გემრიელი გავხადეთ. მთავარი საიდუმლო სოუსში იმალება. იმდენად მადისამღძვრელი და დაუვიწყარი გემოა, რომ ძალიან რთულია მხოლოდ ერთ კარტოფილის ხინკალზე გაჩერება.

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში პატარა ზომის ქვაბში გაადნეთ კარაქი და დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დაბალ ცეცხლზე მოახდინეთ ხახვის კარამელიზაცია. ამის შემდეგ მოაყარეთ სულგუნი, როდესაც დადნება დაამატეთ დაფხვნილი გუდის ყველი. რომ არ დაიწვას გუდის ყველი, მალევე მოასხით ნაღები. მოურიეთ კარგად და მოასხით გახუხულ კარტოფილის ხინკალს.

იმ შემთხვევაში თუ სოკოს გამოიყენებთ, ხახვთან ერთად მოთუშეთ.

სერვირების დროს მოაყარეთ კამა და პაპრიკა. დამერწმუნეთ, ძალიან ისიამოვნებთ :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.