გვაკამოლე სალათის ფურცლებით

05 აგვ 2021 |

გვაკამოლე ჩვენთვის უკონკურენტოა - განსაკუთრებით ზაფხულში. მექსიკური სამზარეულოს გამორჩეული კერძი მარტივად მზადდება, მთავარია სწორად შერჩეული ავოკადო. გახსოვდეთ, რომ გვაკა მომზადებისთანავე უნდა მიირთვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიცვლის ფერს (ფერის შესანარჩუნებლად ცოტა ხანი ავოკადოს კურკაც დაგეხმარებათ).

ინგრედიენტები

მომზადება

დაჭყლიტეთ ჩანგლით ავოკადო, დაუმატეთ პატარა კუბებად დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, ლაიმის წვენი და მარილი, კარგად აურიეთ ერთმანეთს და ჩიფსების მაგივრად სალათის დიდ ფურცლებთან ერთად მიირთვით (ზედმეტი კალორიებისგან რომ დაიზღვიოთ თავი).


მიირთვით და ისიამოვნეთ ზაფხულის ცხელ დღეებში!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.