ჰუმუსი ავოკადოსთან ერთად

25 თებ 2021 |

ფაფუკი, არომატული და რაც მთავარია ჯანსაღი - ჰუმუსი ავოკადოსთან ერთად სულ სხვა სიყვარულია. გულწრფელად გეტყვით, იმდენად გემრიელი გამოვიდა, რომ როგორ გაქრა თეფშიდან ვერც მივხვდი. პირველად კიტრთან ერთად, შემდეგ კი თხელ ლავაშში გადავანაწილე, ხახვი და პომიდორი დავუმატე, ვრაპი გავაკეთე და ისე შევჭამე; მოკლედ მთავარია მონდომება და მარტივი და გემრიელი ლანჩი მზადაა!

ინგრედიენტები

მომზადება

მოათავსეთ აღნიშნული ინგრედიენტები ბლენდერში და 2 წუთი კარგად დააბლენდერეთ. თუკი მასა გამოგივათ სქელი, დაუმატეთ ოდნავ წყალი. სერვირების დროს მოაყარეთ მიკრო მწვანილი, ან სხვა სასურველი მწვანი, სეზამის მარცვლები და მოასხით ოდნავ ზეითუნის ზეთი.


გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.