ჰუმუსი ქინოასთან და ბოსტნეულთან ერთად

01 თებ 2021 |

ხშირად ვამბობთ და ჩვენი ოჯახის წევრებიც დაგვემოწმებიან, რომ food4.ge-ს ყველაზე აქტიური გამომწერები თავად ვართ. როდესაც გვინდა რამე მოვამზადოთ, შევდივართ ჩვენს საყვარელ კულინარიულ საიტზე და ვიცით, რომ აუცილებლად აღმოვაჩენთ რაიმე საინტერესოს. ჩვენი რეცეპტებიდან ყველაზე ხშირად რაც მომიმზადებია ალბათ არის ჰუმუსი და მისი ინგრედიენტების რაოდენობის შემოწმება უკვე აღარ მიწევს. ჰუმუსი ამჯერად დავამეგობრე ქინოას და სხვადასხვა ბოსტნეულს, რომელიც სახლში მქონდა. ეს უგემრიელესი ,,ბაული", რომელიც ბერძნული სამზარეულოთია შთაგონებული, ლანჩის პერიოდში საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

ინგრედიენტები

ჰუმუსისთვის:

მომზადება

ჰუმუსის მოსამზადებლად საჭიროა ინგრედიენტები მოათავსოთ ბლენდერში და 2 წუთი მაღალ სიცქარეზე დააბლენდეროთ. თუ სქელი გამოგივიდათ ჰუმუსის სტრუქტურა, შეგიძლიათ დაუმატოთ ოდნავ წყალი.


რაც შეეხება ქინოას, 1/2 ჭიქა ქინოას დაასხით 1 ჭიქა წყალი, მოაყარეთ ოდნავ მარილი და დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ სანამ წყალი დაშრება.


რაც შეეხება ბოსტნეულს, დაჭერით და მიუდეთ გვერდზე ჰუმუსს და ქინოას, ძალიან უხდება ფეტა ყველი.



© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.