იდეალური მაფინები
მგონი ვიპოვე იდეალური მაფინის რეცეპტი! სულ გემრიელი და კარგი გამომდიოდა, მაგრამ ამჯერად ყველაზე მეტად ვარ კმაყოფილი. ვინაიდან სახლში ყველას თავისი გემოვნება აქვს - ხილის გარეშეც გამოვაცხვე, მოცვითაც და ჟოლოთიც. ჩემს ფავორიტს გაგიმხელთ - ჟოლოთი უუგემრიელესია. ჟოლოს ოდნავი სიმჟავე საოცარ არომატს და გემოს აძლევს მაფინებს. ასე, რომ ენდეთ ჩემს გემოვნებას :)
ინგრედიენტები
მომზადება
გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე.
ერთ ჯამში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი,გამაფხვიერებელი, სოდა, დარიჩინი, ცედრა,მარილი და გვერდზე გადადეთ.
მეორე ღრმა ჯამში ათქვიფეთ კარაქი და შაქარი კარგად, შეურიეთ ზეთი, კვერცხი. შემდეგ მაწონი, რძე ვანილი და შეურიეთ ფქვილი. გამოგივათ არაჟნის ტექსტურის ცომი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ხილი - მოცვი, ჟოლო. ჩემს შემთხვევაში გადავანაწილე ცომი და ორივე ხილით მოვამზადე.
შეაშხაპუნეთ მაფინის ფორმას კანოლას სპრეი ზეთი, ან წაუსვით ცხიმი. გადაანაწილეთ ცომი ისე, რომ ბოლომე არ შეივსოს ფორმა, რადგან აუცილებლად ამოფუვდება და დაელოდეთ 25-30 წუთი ვიდრე მაფინები არ გახდება ოქროსფერი.
უგემრიელესი და იდეალური მაფინები მზადაა!