ისპანახის ფენქეიქები

10 იან 2021 |

პირველი, რაც მინდა თხოვოთ არის ის, რომ არ დაგაბნიოთ და არ შეგაშინოთ დღევანდელი საუზმის სათაურმა. ვიცი რაც გაიფიქრეთ - რაში გჭირდებათ ფენქეიქები, რომელსაც ექნება ისპანახის გემო - მ ა გ რ ა მ არა! ისპანახი გვჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენმა გემრიელმ ფენქეიქებმა ნატურალუღად მიიღონ ცოცხალი მწვანე ფერი და ამავდროულად აივსოთ სასარგებლო ნივთიერებებით. დამიჯერეთ, თქვენ და თქვენს ოჯახს საინტერესო კულინარიული თავგადასავალი გელოდებათ. დაელოდეთ ემოციებს, რომელიც მწვანე ფენქეიქების პრეზენტაციას მიყვება! :)

ინგრედიენტები

მომზადება

ბლენდერში მოათავსეთ ჯერ ისპანახის ფურცლები, კვერცხი, მაწონი და ზეთუნის ზეთი და კარგად დააბლენდერეთ. ამის შემდეგ ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი და მარილი ცალკე შეურიეთ ერთმანეთს და დაუმატეთ სველ ინგრედიენტებს. 1 წუთი კიდევ დააბლენდერეთ და ამის შემდეგ გამოაცხვეთ.


ბლინების ტაფაზე ცხიმის წასმა სულ არაა საჭირო. გამოაცხვეთ ფენქეიქები შემდეგნაირად: საშუალო ცეცხლზე ჯერ ერთი მხარე გამოაცხვეთ, ბუშტები რომ დაიწყებს გახეთხვას, ფრთხილად გადმოაბრუნეთ და რამდენიმე წამში მეორე მხარეც მზად იქნება!


უგემრიელესია მწვანე ფენქეიქები არაჟანთან და თაფლთან ერთად! გემრიელ საუზმეს გისურვებთ :) გამოგვიგზავნეთ ფოტოები ჩვენს instagram-ზე. - food.4.ge <3


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.