ისპანახის სალათა ნიგვზით და ნუშით

06 დეკ 2020 |

ინგრედიენტები

მომზადება

კარგად გარეცხეთ და გააშრეთ ისპანახის ფოთლები. მოაჭერით ღეროები. სასურველია, თუ პატარა, თოთო ისპანახს შეარჩევთ.


სოუსის გასამზადებლად შეარჩიეთ საშუალო ზომის თასი, მოათავსეთ ზეთი, თაფლი, ლიმონის წვენი, დიჟონის მდოგვი, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ.


მოასხით სოუსი ისპანახის ფოთლებს.


დათალეთ თხლად ვაშლი და თხის ყველი.


დაამატეთ ფოთლებს ვაშლი და აურიეთ. დაამატეთ თხის ყველის ნაჭრები.


მოხალეთ ნუში და ნიგოზი (სურვილის შემთხვევაში შაქართან ან თაფლთან კარამელიზებაც შეგიძლიათ)

დაჭერით უხეშად.


მოაყარეთ თხილეული სალათს.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.