ჯინჯერის კაცუნა ორცხობილები

26 დეკ 2019 |

ჯინჯერის კაცუნა ორცხობილების მომზადება ჩვენი საოჯახო ტრადიციაა. დარწმუნებულები ვართ თქვენც გაქვთ ახალი წლის ტრადიცია, როდესაც მთელი ოჯახი (განსაკუთრებით ბავშვებთან ერთად) ამზადებთ რაიმე კონკრეტულ კერძს. და თუ არ გაქვთ ,არაა გვიანი, შეგიძიათ ჯინჯერის უგემრიელესი ორცხობილების მომზადებას შეუდგეთ წინასაახალწლო დღეებში და შეიქმნათ არაჩვეულებრივი განწყობა! თქვენ არ იცით რა სურნელში გაეხვევით როდესაც ორცხობილები ცხობას დაიწყებს! მოკლედ, ასეთია ჩვენი 2019 წლის ბოლო ვიდეო და გემრიელი სახრამუნო რეცეპტი! გილოცავთ წინასწარ ახალ წელს და მადლობა კიდევ ერთხელ ერთგულებისთვის და სიყვარულისთვის! გემრიელ და წარმატებულ წელს გისურვებთ food4.ge სთან ერთად!

ინგრედიენტები

მოლასისის სიროფი:

მომზადება

ჯინჯერის ორცხობილების მოსამზადებლად პირველ რიგში დაგჭირდებათ დიდი ჯამი, რომელშიც ჯერ ვათავსებთ კარაქს (ვიდეოში თანმიმდევორობა ცოტა აგვერია, გვაპატიეთ, ემოციებში ვიყავით) და მიქსერით ვურევთ ვიდრე გახდება კრემოვანი მასა. ვამატებთ ყავისფერ შაქარს და მოლასისის სიროფს და ვურევთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. ამის შემდეგ დავამატებთ კვერცხს და ვანილს და ამ ინგრედიენტებსაც კარგად შევათქვიფავთ უკვე არსებულ მასას.

პარალელურად გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

მეორე ჯამში ვათავსებთ ფქვილს, სუნელებს, მარილს და კარგად ვურევთ ერთმანეთში და ბოლოს მშრალ და სველ ინგრედიენტების ერთმანეთში შერევით ვიღებთ საბოლოო ცომს.

როგორც წესი, ცომს ვათავსებ ხოლმე ცელოფნის სპეციალურ პარკში და რამდენიმე საათი ვაჩერებ მაცივარში რომ კარგად გაცივდეს. თუ მთელი ღამე გააჩერებთ იქნება იდალური.

გააბრტყელეთ გაციებული ცომი დაახლოებით 1 სმ სისქეზე და სპეციალური კაცუნას ფორმებით დაჭერით და მოათავსეთ თუნუქის ფირფიტაზე გაშლილ პერგამენტის ქაღალდზე.

10-11 წუთში ჯინჯერის ორცხობილები მზად იქნება!


რაც შეეხება მოლასისის სიროფს!

გირჩევთ მოადუღოთ სქელძირიან ქვაბში, საშუალო ცეცხლზე, ქვაბში მოათავსეთ ყავისფერი შაქარი, წყალი და ახლადგამოწურული ლიმონის წვენი.

როდესაც შაქარი ბოლომდე დადნება, დაუწიეთ ცეცხლს, ურიეთ სისტემატიურად და დაელოდეთ ვიდრე არ შესქელდება, დააკვირდით სილიკონის ჯოხიდან გადმოღვენთილ სქელ წვეთებს. 3-4 წუთი საკმარისია სიროფის მოსამზადებლად. როდესაც სიროფი ბოლომდე გაცივდება უფრო სქელი გახდება. შეინახეთ კონტეინერში და გამოიყენეთ ჯინჯერის ორცხობიებში. მოლასისი შეგიძიათ შეინახოთ 3-4 თვე ოთახის ტემპერატურაზე.


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.