კაკაოს ნაზი კრემი
როცა ძალიან გინდათ რამე გემრიელი და არც დრო გაქვთ და არც ენერგია, გირჩევთ ამ კაკაოს ნაზ კრემს! მარტივი ინგრედიენტებისგან მიიღებთ არომატულ, ბლანტ მასას, რომელიც ჯანსაღიცაა და ამავდროულად ნოყიერიც. მისი მირთმევის დროს სათითაოდ იგრძნობთ კრემის ინგრედიენტების გემოს - ბანანს, კაკაოს და ყავას. ასე რომ, დილას, საუზმეზე ან შუადღისას, წახემსება რომ მოგინდებათ, ყოველთვის გახსოვდეთ ეს რეცეპტი, რომელიც არასდროს გაგიცრუებთ იმედებს!
ინგრედიენტები
მომზადება
ნაზი კრემის მოსამზადებლად მნიშვნელოვანია, რომ გაყინოთ ბანანი. ის კრემს აძლებს უფრო ბლანტ სტრუქტურას და უფრო გემრიელია.
მოათავსეთ ბლენდერში გაყინული ბანანი, კაკაო, ყავა და რძე და დააბლენდერეთ, ვიდრე არ მიიღებთ ერთიან მასას.
თუ გსურთ თხელი კრემი, დაუმატეთ მეტი რძე. თუ სქელი, მაშინ ნელ-ნელა ჩაამატეთ რძე სანამ არ მიიღებთ სასურველ სისქეს.
სერვირების დროს მოაყარეთ საყვარელი კენკრა, ქოქოსის ფანტელები ან შოკოლადის ნატეხები!