კარაქის ორცხობილები
3 ინგრედიენტი საკმარისია
როცა გარეთ სუსხია მარტივი ორცხობილების დრო დგება. დარწმუნებული ვარ საჭირო ინგრედიენტებს სახლში ადვილად მოიძიებთ, რადგან სულ რაღაც სამი ინგრედიენტი საკმარისია. თუ ორცხობილების მოსამზადებელ ფორმებსაც გამოიყენებთ სახლში გატარებული შაბათ-კვირა კიდევ უფრო სახალისო გახდება, ამჯერად მე და ჩემმა შვილმა შემოდგომის ფოთლები გამოვაცხვეთ :)
ინგრედიენტები
მომზადება
ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერით და შეურიეთ ნახევარი ჭიქა შაქარი. მე ყავისფერი შაქარი გამოვიყენე. დაამატეთ 2 ჭიქა ფქვილი და გააგრძელეთ ცომის ხელით მოზელვა. გააბრტყელეთ და გამოჭერით ნებისმიერი ფორმებით. თუ ორცხობილას ფორმები არ გაქვთ, გააკეთეთ პატარა ბურთები და ოდნავ დააბრტყელეთ. გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე, 10-15 წუთი საკმარისია. სანამ ორცხობილა ყავის ფერი გახდება გამოიღეთ ღუმელიდან.