კარტოფილის და ყველის ფენქეიქები
ბავშვებს უყვართს ტკბილი "ფენქეიქები" თუმცა მარტო ტკბილს არ დავჯერდით და ამიტომ ეს რეცეპტი შევარჩიეთ. კარტოფილი, კვერცხი, ყველი - ამ ინგრედიეტების დახმარებით ახალ და გემრიელ კერძს გთავაზობთ. მიირთვით გარნირთან ან საყვარელ სოუსებთან ერთად.
ინგრედიენტები
მომზადება
კანგაცლილი კარტოფილი გარეცხეთ და გახეხეთ, კარგად გაწურეთ, მაქსიმალურად გამოადინეთ წვენი. ყველიც გახეხეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველის შერეული სახეობები - მაგარი და რბილი ყველი. გახეხილ კარტოფილს და ყველს აურიეთ გათქვეფილი კვერცხი. შემდეგ ფქვილი, მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით. ბოლოს კი დაჭრილი მწვანე ხახვი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები. ამასობაში ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი და კოვზით დადეთ შერეული ინგრედიენტები. მიეცით ფენქეიქების ფორმა, დაბრაწეთ და გემრიელად მიირთვით. ძალიან უხდება სოუსები.