კარტოფილის ელარჯი
თითქმის ყველაფერი რაც გემრიელია და თქვენ გიყვართ აუცილებლად მოეწონება თქვენს შვილს. ეცადეთ არ დაყოთ საჭმელი დიდების და პატარების კერძებად და მაქსიმალურად ეცადეთ მოზრდილ ბავშვს ყველაფერი გაასინჯოთ. რა თქმა უნდა ცხარეს და ალკოჰოლს არ ვგულისხმობ :) მაგალისთისთვის ავიღე კარტოფილის ელარჯი, რომელსაც სვანეთში თაშმიჯაბს ეძახიან. მისი მომზადება არ არის რთული, ხოლო ბავშვებს ყველა ინგრედიენტი უყვართ.
ინგრედიენტები
მომზადება
უმჯობესია თუ გამოიყენებთ წითელ კარტოფილს, გათალეთ და კარგად მოხარშეთ. მოხარშვის შემდეგ წყალი გადაწურეთ, ჩაყარეთ ქვაბში გახეხილი ყველი და ჩაასხით რძე. კარგად ჩაჭყლიტეთ. ბოლოს დაუმატეთ ერთი კუბი კარაქი და შეაზავეთ მარილი. თიუ ფიქრობთ, რომ ელარჯი ცოტა სქელია დაუმატეთ რძე. საახალწლო განწყბისთვის კერძი გავაფორმე ბარდათი, რომელიც ჩემს შვილს ძალიან მოეწონა. მითუმეტეს რომ ბარდაც სასარგებლოა.