კარტოფილის პიურე ნივრით
ვის არ უყვარს პიურე?! მაგრამ თუ გიცდიათ პიურეს გაკეთება სხვანაირად? ბევრი ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება ამ კერძზე, ეს კი ჩემთვის საუკეთესო ვერსიაა.
ინგრედიენტები
მომზადება
კარგად გარეცხეთ და გათალეთ კარტოფილები. შუაზე გაჭერით, რომ უფრო მალე მოიხარშოს. ჩაასხით წყალი ქვაბში, ჩადეთ კარტოფილები და დაადგით საშუალოზე ოდნავ მეტ ცეცხლზე. ამასობაში აურიეთ ერთმანეთს რძე და ნაღები, ჩაყარეთ გათლილი და ორად გაყოფილი ნივრები, როზმარინი, ცოტა მარილი და თეთრი პილპილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ შავიც თავისუფლად) როცა მასა წამოდუღდება გათიშეთ ცეცხლი და დატოვეთ. ამასობაში კარტოფილიც მოიხარშა. გადაწურეთ და საჭყლეტის დახმარებით მიიღეთ პიურეს მასა. თუმცა იდეალური ტექსტურისთვის, შეგიძლიათ საცერში გაატაროთ. დაიხმარეთ ხოს კოვზი და ნელნელა გასრისეთ პიურე საცერში.
შემდეგ ამოიღეთ რძის მასისგან ნივრები და როზმარინი და შეურიეთ პიურეს. კარგად აურიეთ და ბოლოს დაამატეთ კარაქი. კიდევ აურიეთ. და მზადაა! განსხვავებული და არომატული პიურე შეგიძლიათ გააფორმოთ მწვანე ხახვით და კამით.