ქათამი სოიოს სოუსით
არომატული და სავსე გემოებით - როდესაც მინდა განსხვავებული კერძი, ქათამი სოიოს სოუსში ყოველთვის გამოსავალია. მზადდება მარტივად და თან ყოველთვის მიხალისებს კვების რუტინას ამ გემოების თამაშით. აზიური სამზარეულოს მოყვარულებს ვფიქრობ ეს კერძი განსაკუთრებულად გიყვართ და დროა ის სახლში მოამზადოთ!
ინგრედიენტები
მომზადება
პატარა ჯამში მოათავსეთ თაფლი, სოიოს სოუსი, მწვანე ხახვი, ზეთი, ნიორი დაჭყლეტილი, ძმარი და წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი. შეურიეთ ერთმანეთს კარგად და გვერდზე გადადეთ.
ქათამი დაჭერით 5-6სმ კუბებად, გარეცხეთ და გააშრეთ. მოაყარეთ მარილი და პიპლილი და ცოტა ხანი დაამარინადეთ.
ბოლოს მოათავსეთ სოიოს სოუსში ქათამი, ცოტა ხანი გააჩერეთ და შებრაწეთ.
ბრინჯი გარნირად ამ კერძის იდეალური შეხამებაა.
მიირთვით გემრიელად!