ქათამი თაფლის სოუსთან ერთად
დამეთანხმებით ალბათ, თუ როგორი მიმზიდველია კაფეების დახლებზე დაწყობილი ლანჩ-ბოქსები...მაგრამ მე გეტყვით, რომ თქვენც შეგიძიათ არანაკლებ ლამაზად სერვირება და უფრო გემრიელადაც მომზადება! დიახ, უფრო გემრიელად :) ამ კერძის საიდუმლო თაფლის და ლიმონის სოუსშია, რომელიც ქათამს განსაკუთრებულ არომატს აძლევს. გაიმრავალფეროვნეთ ყოველდღიურობა food4.ge-სთან ერთად და არ შეუშინდეთ სიახლეებს თქვენს სამზარეულოში.
ინგრედიენტები
მომზადება
პატარა ჯამში აურიეთ ერთმანეთს ლიმონის წვენი, თაფლი, მარილი და პილპილი, ზეითუნის ზეთი, ნიორი და ორეგანო და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. მოასხით ქათმის ფილეს და გააჩერეთ, ვიდრე არ გახურდება ტაფა.
სასურველია თუ გაქვთ გრილის ტაფა, თუმცა შეგიძლიათ ღუმელშიც გამოაცხოთ, ან ჩვეულებრივ ტაფაზეც - არჩევანი თქვენზეა!
მოათავსეთ ქათამი ტაფაზე და მოასხით სოუსი. საშუალო ცეცხლზე ჯერ ერთი მხარე შეწვით, შემდეგ მეორე. დაგჭირდებათ 15-20 წუთი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ფილე დაჭრათ სიგრძეზე და უფრო სწრაფადაც შეწვათ.
მიირთვით ქათმის ფილე თაფლის სოუსით სასურველ ბოსტნეულთან ერთად. მე ამ შემთხვევაში ბრუსელური კომბოსტო გამოვიყენე.
გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ გაზიარება :)