ქათმის ატრია ტბილ-მჟავე სოუსით

ელენე გრიგოლია

31 ივლ 2020 |

ისეთი მოთხოვნა იყო ატრიაზე ჩვენი გამომწერების მხრიდან, რომ დრო იყო ამ კერძის რეცეპტი გამოჩენილიყო food4.ge-ზე. ესაა ჩვენი ერთგული გამომწერის, ელენე გრიგოლიას ქათმის ატრია ტკბილ-მჟავე სოუსით. იმედი გვაქვს მოამზადებთ და ისიამოვნებთ.

ინგრედიენტები

მომზადება

დავჭრათ ქათმის ხორცი მოგრძო ნაჭრებად დავამატოთ სოიოს სოუსი და BBQ სოუსი, შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათი.


დავჭრათ ბოსტნეული ასევე მოგრძო, შედარებოთ წვრილ ნაჭრებად.


შევწვათ ხორცი გრილის ტაფაზე ან ჩვეულებრივ ტაფაზე ძალიან ცოტა ზეთით. დაჭრილი ბოსტნეული მცირეოდენი წყლით და სოიოს სოუსით მოვთუშოთ. როდესაც წყალი დაშრება დავამატოთ ტკბილ-მჟავე სოუსი და ცოტა ხანი ვურიოთ, ბოლოს დავუმატოთ ხორცი. 

წყალი ავადუღოთ, ჩავყაროთ მარილი და მოვხარშოთ ატრია დაახლოებით 3 წუთი. გადავავლოთ წყალი ( მე გადავავლე ,არ ვიცი სწორია თუ არა:)) ატრია და ქათამი შევურიოთ ერთმანეთს. სერვირებისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და დაჭრილი, მოხალული მიწისთხილი.

გემრიელად მიირთვით ! ❤


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.