ქათმის ბურთები ვაშლით
თქვნ ფიქრობთ რომ სტანდარტულ კატლეტებს ვერაფრით ჩაანაცვლებთ და მას მხოლოდ გარნირები უნდა შეუცვალოთ?! მე ვფიქრობ, რომ არა. მოდი, რაღაც ახალი ვცადოთ, უფრო სახალისო ბავშვებისთვის: ქათმის ბურთები ვაშლით! ჩემ შვილს სიტყვა ბურთები უკვე კარგ ხასიათს უქმნის, მოსწონს მათი დამრგვალება, შემდეგ ოჯახის წევრებისთვის გაზიარება და სადილი თითქოს მხიარულ თამაშს ემსგავსება.
ინგრედიენტები
მომზადება
თავდაპირველად ხორცის მანქანაში გააატარეთ მოუხარშავი ქათმის მკერდი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩოპერიც. ასევე გაატარეთ ხახვი, დაჭრაც შეგიძლიათ, მაგრამ ჩემი აზრით გატარებული უფრო მოსწონთ ბავშვებს. სტაფილო გახეხეთ შედარებით წვრილად. ასევე გახეხეთ კანგაცლილი ვაშლი, ოღონდ გახეხილი ვაშლი აუცილებლად გაწურეთ ხელით, წვენი გამოადინეთ. ნიახური დაჭერით. ბოლოს გატარებული ქათმის ხორცი, ხახვი, გახეხილი სტაფილო, ვაშლი და დაჭრილი ნიახური აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ 1 კვერცხის გული და შეაზავეთ მარილით. შეწვამდე თეფშზე დაყარეთ დაახლოებით ½ ჭიქა ფქვილი და დამრგვალებული ბურთები ამოავლეთ, ანუ ზედაპირი დაუფარეთ ფქვილით, რომ შეწვის დროს არ დაიშალოს. ამასობაში ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი, ისე რომ ტაფის ზედაპირი კარგად დაიფაროს. ქათმის ბურთები შეწვით საშუალო ცეცხლზე. ეცადეთ ხშირად შეუცვალოთ ბურთებს მხარე, რომ ერთფეროვნად შეიწვას და ფორმაც არ დაკარგოს. როგორც კი ქათმის ბურთები გახდება ოქროსფერი გადმოიღეთ თეფშზე. მხიარულად მიირთვით!