ქათმის ფილე ღვინის და ლიმნის სოუსში
ქათმის მოყვარულებო! ეს კერძი თუ არ გასინჯეთ, ჩათვალეთ, ბევრი დაგიკარგავთ! ქათამი ლიმნის და ღვინის სოუსით არის უფაფუკესი და უგემრიელესი კერძი, რომლის დასახელებაც შეიძლება ჟღერდეს როგორ რთული მოსამზადებელი, მაგრამ, რეალურად ძალიან მარტივია. ამისთვის კი მიჰყევით მომზადების წესს
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში აურიეთ ერთ ჯამში წყალი, ლიმნის წვენი და ღვინო და გადადგით გვერდით.
შემდეგ მოათავსეთ თეფშზე ფქვილი, მოაყარეტ მარილი და პილპილი. და აურიეთ.
გაჭერით ქათმის ფილეები ორად, ისე რომ გამოგივიდეთ 4 თანაბარი ნაჭრი.
დაასხით ტაფაზე ზეთი და დაელოდეთ გახურებას.
ამასობაში ფქვილში ამოავლეთ ლიმნები (8 ნაჭერი) და შებრაწეთ ტაფაზე. 3-3- წუთი თითო მხარეს.
შემწვარი ლიმნები ამოიღეთ ტაფიდან და გადადეთ ცალკე თეფშზე.
შემდეგ ტაფაზე დაამატეთ 50გრ კარაქი და დაელოდეთ სანამ გადნება.
ამოავლეთ ფვილში ქათმის ნაჭრები და შეწვით ტაფაზე (ტაფას არ ვრეცხავთ, მთელი ხიბლი ლიმნით გაჟღენთილი ზეთია)
როცა ფილე შეიწვება, გადადგით ცალკე თეფშზე.
ტაფას კვლავ არ ვრეცხავთ და ვაკეთებთ დეგლაზირებას - ანუ ის არომატები რაც ზედაპირზე დარჩა: ლიმნის და ქათმის - უნდა გავააქტიუროთ. ამისთვის ტაფაზე ვასხამთ წინასწარ გამზადებულ ღვინის, ლიმნის და წყლის სითხეს. და ვაცდით 4-წუთი სანამ არ ადუღდება. შემდეგ ვამატებთ კუბებად დაჭრილ და იმავე ფქვილში ამოვლებულ კარაქს, რაც ქათმის ფილეების ამოსავლებად გამოვიყენეთ. როგორც კი კარაქი ჩადნება, ვაბრუნებთ ტაფაში ქათმის ფილეებს და ველოდებით 5-7 წუთი.
თქვენი კერძი მზადაა, გადმოიღეთ თეფშზე ფილე, მოასხით ტაფაში დარჩენილი სოუსი, დაადეთ ზემოდან შებრაწული ლიმნები და მიირთვით გემრიელად!