ქათმის სალათა

03 ნოე 2020 |

ჩვენ ვიცით როგორ გიყვართ ქათმის სალათა, მაგრამ ეს ,,ის" სალათა არაა, ეს სულ სხვა კერძია: კრემოვანი ტექსტურის, სავსე ჯანსაღი და ცოცხალი ინგრედიენტებით. თქვენ ყოველ ლუკმაზე იგრძნობთ დიჟონის მდოგვის თავისებურ გემოს, წვნიან და ტკბილ ყურძენს და ხრაშუნა ნიახურს. და რაც მთავარია - სახლში მომზადებული მაიონეზი, ჩვენ სხვას არ ვაღარებთ :) ქათმის სალათა შეგიძიათ მიირთვათ როგორც დამოუკიდებელად, ასევე სენდვიჩებში!


ინგრედიენტები

მაიონეზი:

მომზადება

მოხარშეთ ქათმის ფილე მარილთან ერთად და გააგრილეთ. შემდეგ დაჭერით 1 ს/მ კუბებად და მოათავსეთ ღრმა ჯამში. გვერდზე მიუდეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი და აურიეთ. თუ ტარხუნას იშოვით, გეტყვით, რომ საოცრად უხდება.


როგორ მოვამზადოთ მაიონეზი სახლის პირობებში?

ხელის ბლენდერის მაღალ ჭიქაში ჯერ მოათავსეთ კვერცხი, ძმარი, ლიმონის წვენი, დიჟონის მდოგვი, მარილი და ბოლოს ზეითუნის ზეთი. დაასვენეთ 2 წუთი. ამის შემდეგ ბლენდერის ჭიქის თავი ძირზე მოათავსეთ და დაახლოებით 15 წამი დააბლენდერეთ, 15 წამის შემდეგ კი დაიწყეთ ბლენდერის მოძრაობა და დაელოდეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ფაფუკ, სქელ მასას - მაიონეზს.


შედგით სალათა ცოტა ხანი მაცივარში და დაასვენეთ. გემირელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.