ქათმის სალათა ლაიმის სოუსით და ტაკოს სუნელით
როგორ შეიძლება ქათმის სალათის რეცეპტები ამოვწუროთ? უამრავი ვარიაციის საშუალებას გვაძლევს ეს ინგრედიენტი და ჩვენც, რა თქმა უნდა, აქ იმისთვის ვართ, რომ რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება შემოგთავაზოთ.
დღეს ამ კერძით ორ საინტერესო რეცეპტს გიზიარებთ.
- ქათმის სალათას
- ტაკოს სუნელის მიქსს
ტაკოს სუნელის მიქსი ისეთი რეცეპტია, რომელიც შეგიძლიათ გასამმაგებული დოზებით მოამზადოთ და სულ გქონდეთ, რადგან ეს არის მიქსი, რომელიც ნებისმიერ ხორცის კერძს მოუხდება. პირველ რიგში ტაკოს, ხოლო ამ შემთხვევაში კი ქათმის სალათას მოვარგებთ.
ინგრედიენტები
ტაკოს სუნელების მიქსი
მომზადება
პირველ რიგში მოვაყაროთ ქათმის ფილეს ტაკოს სუნელის მიქსი და შევწვათ; შეგიძლიათ გრილზე შეწვათ და გამოიყენოთ ჩვენი კანოლას სპრეი ზეთი, ან პირდაპირ ტაფაზე ოდნავ ზეითუნის ზეთით. არჩევანი თქვენზეა.
ამ კერძის მომზადებისთვის ცალკე ჯამი არ დაგჭირდებათ. პირდაპირ მოიმარჯვეთ დიდი სერვირების თეფში და მოათავსეთ ჯერ სალათის ფოთლები, შემდეგ დაჭრილი პამიდორი, წვრილად და ალყა-ალყა დაჭრილი წითელი ხახვი და დაჭრილი ავოკადო.
შემდეგ ამ ყველაფერს უნდა მოვასხათ სოუსი.
სოუსის მოსამზადებლად ცალკე ჯამში მოათავსეთ - 3 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი, 3 ს/კ წვრილად დაჭრილი ქინძი, 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი, ოოდნავ მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.
ბოლოს კი სალათზე მოათავსეთ კარგად შებრაწული და დაჭრილი ქათმის ფილე და მიირთვით გემრიელად.