ქათმის წვნიანი ბოსტნეულით
ზამთრის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო ხშირად ვამზადებ წვნიანებს. ეს რეცეპტი ჩემთვის ნამდვილად ახალია და იმედია თქვენც გაგიხალისებთ კვების რაციონს. აღმოვაჩინე რომ ქათმის წვნიანს განსაკუთრებით უხდება მოტკბო სიმინდი და ბარდა, რომლებსაც რატომღაც ყველაზე ხშირად მხოლოდ სალათებში ვიყენებთ.
ინგრედიენტები
მომზადება
დაჭრილი ხახვი და სტაფილო მოთუშეთ მცენარეულ ზეთში, 5-7 წუთი საკმარისია. შემდეგ დაასხით წყალი და ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი. დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ქონდარი. ბრინჯი და სტაფილო რომ მოიხარშება ჩაყარეთ კუბებად დაჭრილი, უკვე მოხარშული ქათმის ხორცი, ქილის ბარდა და ტკბილი სიმინდი. გააჩერეთ 20-15 წუთი. ბოლოს დაამატეთ კამა და მარილი გემოვნებით.