ქეილის სალათა გოგრით

14 ოქტ 2020 |

გიფიქრიათ, რომ სალათამ შეიძლება სიმყუდროვე შეგიქმნათ? აი ზუსტად ასეთი სალათაა ქეილი გოგრით: თბილი, შემოდგომის ფერებით, რომელიც ძალიან მოუხდება თქვენი სადილის სუფრას. ესაა კერძი, რომელიც ვეგანებსაც ძალიან გაეხარდება და არავეგანებსაც; ასე რომ, მოამზადეთ და დარწმუნდით, როგორი შეხმატკბილეულები არიან საერთო სერვირების თეფშზე, სალათის ეს ნაირნაირი ინგრედიენტები.

ინგრედიენტები

სოუსი:

მომზადება

.დაჭერით გოგრა კუბებად და დაახლოებით 30-40 წუთი გამოაცხვეთ ღუმელში.

.მუხუდო შეგიძლიათ მობრაწოთ ცოტა ზეითუნის ზეთთან ერთად ტაფაზე.

.ამასობაში გაამზადეთ ქეილი - დაანაკუწეთ, მოათავსეთ სერვირების თეფშზე, მოასხით ოდნავ ზეითუნის ზეთი (და დაჭყლეტილი ნიორი სურვილისამებ) და კარგად შეურიეთ ფოთლებს. როდესაც გამოცხვება გოგრა, მოაყარეთ ქეილის ფოთლებს, შემდეგ დაუმატეთ მუხუდო, ქიშმიში, ვაშლი. ბოლოს სოუსის ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ და მოასხით სალათს, მოაყარეთ გოგრის ან მზესუმზირის თესლი.


დიდხანს ნუ გააჩერებთ, მიირთვით თბილი, თუმცა გაციებულიც უგემრიელესია! გემრიელად გაატარეთ სასიამოვნო შემოდგომის დღეები!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.