ხაჭოს ჩიზქეიქი

ელენე გრიგოლია

05 ივნ 2020 |

თვალს ვადევნებ თქვენს პლატფორმას და ძალიან მიხარია, რომ ასეთი კულინარიული კუთხე არსებობს. მინდა შემოგთავაზოთ ხაჭოს საზაფხულო დესერტი. მსგავსი ჩიზქეიქი უკვე გიდევთ,თუმცა ახლა მარწყვის სეზონია და თქვენი მაყურებლისთვის კიდევ ერთი მარტივი და სწრაფი რეცეპტი მისწრება იქნება. მაშ ასე მინდა გაგიზიაროთ ჩემთვის უკვე აპრობირებული რეცეპტი - food4.ge-s გამომწერი ელენე გრიგოლია.


ინგრედიენტები

ინგრედიენტები 26 სმ ფორმისთვის

მომზადება

მომზადების წესი:

1.ჯერ ვამზადებთ ქვედა ფენას, ამისათვის ფხვიერი ორცხობილა და წინასწარ დარბილებული კარაქი უნდა შევურიოთ ერთმანეთს. მიღებული მასა მოგვაგონებს სველ ქვიშას. გადავიტანოთ ფორმაში და ამოვავსოთ ძირი. ვეცადოთ გავაბრტყელოთ ისე, რომ მივიღოთ სწორი ზედაპირი, რადგან ამაზეა დამოკიდებული რამდენად ლამაზი გამოვა საბოლოოდ ჩვენი ხაჭოს ტორტი. შევდგათ მაცივარში 20-30 წუთით

2. ჟელატინს დავასხათ წყალი და შევდგათ მაცივარში 20 წუთით. ამის შემდეგ გავათბოთ მიკროტალღურ ღუმელში ,10-10 წამის ინტერვალით ამოვურიოთ მანამ, სანამ სრულად არ გალღვება, ან გავალღოთ წყლის აბაზანით. ამასობაში ხაჭო და არაჟანი ბლენდერში ან ხელის მიქსერში ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დავუმატოთ ვანილი, შაქარი და წინასწარ მომზადებული ჟელატინი ,რომელიც უკვე ოთახის ტემპერარურის იქნება - ძალიან ფრთხილად, თორემ ხაჭოს მასა შეიძლება აიჭრას. ჩავასხათ ფორმაში. შევდგათ 20 წუთით საყინულეში.

3. მოვამზადოთ ჟელე ქუდისთვის. სასურველია გამოვიყენოთ მარწყვის ან ყოლოს ჟელე, რომელიც იქნება წითელი შეფერილობის. ერთი შეფუთვა იხსნება 400 გრ ანადუღარ წყალში.

4. გავასუფთაოთ მარწყვი,სურვილისამებრ გავჭრათ შუაზე ან გამოვიყენოთ მთლიანი სახით.

5. ხაჭოს მასას დავალაგოთ მარწყვი და კოვზით მოვასხათ ფრთხილად ჟელეს დაახლოებით ნახევარი ,ისე რომ კონსტრუქცია არ დაირღვეს. შევდგათ საყინულეში 15 წუთით. ამის შემდეგ დავასხათ დარჩენილი ჟელე პირდაპირ, რადგან მარწყვი აღარ დაიშლება. შევდგათ ისევ საყინულეში 15 წუთით ხოლო შემდეგ მაცივარში რამდენიმე საათით.


გემრიელად მიირთვით! 

გისურვებთ ჯანმრთელობას და სასიამოვნო ზაფხულს ❤

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.