ხაჭოს ორცხობილა
ჩვენ ყოველთვის გვაქვს სახლში გამომცხვარი ორცხობილა! ახლა ხაჭოს ორცხობილების დროა, რადგან ამ პროდუქტს, დარწმუნებული ვარ, დიდი ადგილი უჭირავს თქვენი ბავშვის კვების რაციონში. ხაჭოს ორცხობლებს აქვს მობრაწული შაქრის ზედაპირი, რაც პატარებს განსაკუთრებით მოსწონთ და თან არის საკმაოდ ნოყიერი, თუმცა ზღაპრის კითხვის დროს შეიძლება მთლიანად შემოგეჭამოთ :)
ინგრედიენტები
მომზადება
დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, ეტაპობრივად დავუმატოთ შაქარი, 2 კვერცხი, არაჟანი და ხაჭო. როცა ეს ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად შეერევა ფქვილის დროა. 4 ჭიქა ფქვილი, 1 ჩ/კ სოდა და ვანილი დავამატოთ მიღებულ მასას. ამის შემდეგ გააგრძელეთ ხელით და თუ ფიქრობთ, რომ ცომი ხელებზე გეწეპებათ ან ცოტა ფქვილი დაამატეთ ან ორცხობილების დამრგვალების დროს გამოიყენეთ ფქვილი. ბოლო ეტაპი არის ორცხობილების გაფორმება. 1 კვერცხის ცილა დაასხით თეფშზე, ხოლო მეორე თეფშზე დაყარეთ შაქარი. დამრგვალებული ორცხობილების ზედაპირი ჯერ ამოავლეთ კვერცხის ცილაში, შემდეგ კი შაქარში. მე ყოველთვის ვიყენებ ყავისფერ შაქარს. თუნუქის გამოსაცხობ ფირფიტაზე კი წაუსვით დარბილებული კარაქი ან მცენარეული ზეთი. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ. შაქრით დაფარული ორცხობილები ბავშვებს ძალიან მოსწონთ.