ხაჭოს პანა კოტა კენკრით

ნინო შარიფაშვილი

25 აპრ 2020 |

მათ, ვინც სააღდგომოთ ხაჭოს პასკა ვერ მოამზადეთ, ჩვენი გამომწერი, ნინო შარიფაშვილი ძალიან საინტერესო რეცეპტს გთავაზობთ. ნინოს პანა კოტას მომზადების ტექნიკა ხაჭოს პასკისას ძალიან გავს, ოღონდ ეს დესერტი უფრო მსუბუქია და კენკრასთან ერთად ძალიან არომატული. ჩვენ უკვე გამოვცადეთ და ძალიან ვისიამოვნეთ. ახლა თქვენი ჯერია!

ინგრედიენტები

მომზადება

დაასხით ჟელატინს 1 ჭიქა თბილი წყალი და ცოტა ხანს გააჩერეთ.

მანამდე გაცერით ხაჭო, ჰაეროვანი რომ გახდეს. დაუმატეთ არაჟანი, შაქარი, ვანილი და მიქსერით, ან ბლენდერით ათქვიფეთ. მასა უნდა გახდეს ერთგვაროვანი, საშუალო სისქის, შაქარი მთლიანად უნდა გალღვეს.

ჟელატინი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, ოღონდ არ აადუღოთ, დაუმატეთ ხაჭოს მასას და კარგად მოირიეთ.


დაუმატეთ ხილი - კარგად შეურიეთ კოვზით, გადაიტანეთ ჭიქებში ან ფორმებში და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათი კარგად რომ გაცივდეს.

გამზადებული მასის ფორმიდან გადმოტანამდე ქვედა მხარე მოათავსეთ ცოტა ხნით თბილ წყალლში, ფორმის გვერდებს რომ მოძვრეს და გადმოიტანეთ თეფშზე.



© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.