ხაჭოს პასკა

16 აპრ 2020 |

food4.ge -ს გუნდი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული, რომელიც გამორჩეულია სააღდგომო სუფრით. მათ შორისაა ხაჭოს პასკაც, რომელიც დღეს თქვენთვის მოვამზადეთ. ეს უგემრიელესი ნუგბარი ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სააღდგომო სუფრას! #დარჩისახლში

ინგრედიენტები

მომზადება

ხაჭოს პასკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ საშუალო ზომის ფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა გახვრიტოთ ძირში და ასევე გაამზადეთ დოლბანდი, ე.წ. ,,მარლის" ნაჭერი.

რაც შეეხება მომზადებას: მიქსერის ჯამში გაცერით მშრალი ხაჭო. ეს დაეხმარება ხაჭოს გახდეს ერთგვაროვანი და ფუმფულა. ამის შემდეგ დაამატეთ შაქარი, შემდეგ კარაქი და არაჟანი. ბოლოს შეურიეთ ვანილი და ქიშმიში, ცუკატები, თხილეული თქვენი გემოვნებით.

ჩააფინეთ ორ ფენად გადაკეცილი დოლბანდი ფორმაში და ხაჭოს მასა გადაიტანეთ. ზემოდან დაადეთ მძიმე საგანი, რომ კარგად დაიწუროს და გამოიდევნოს ზედმეტი სითხე. ფორმა მოათავსეთ აუცილებლად ჯამში და მთელი ღამე გააჩერეთ მაცივარში.

მეორე დღეს ხაჭოს პასკა მზადაა!


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.