ხაჭოს პასკა კაკაოსთან ერთად

13 აპრ 2021 |

წელს მინდოდა განსხვავებულად მომემზადებინდა ხაჭოს პასკა და ვფიქრობ გამომივიდა კიდეც! რეცეპტი იგივეა, მხოლოდ ერთით ზედმეტი ინგრედიენტი დავამატე - კაკაო. სრულიად განსხვავებულ და საინტერესო გემოს ვიღებთ. აუცილებლად სცადეთ, დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ :)

ინგრედიენტები

მომზადება

ხაჭოს პასკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ საშუალო ზომის ფორმა (ყვავილის ქოთანიც გამოგადგებათ), რომელიც აუცილებლად უნდა გახვრიტოთ ძირში და ასევე გაამზადეთ დოლბანდი, ე.წ. ,,მარლის" ნაჭერი.

რაც შეეხება მომზადებას: მიქსერის ჯამში გაცერით მშრალი ხაჭო. ეს დაეხმარება ხაჭოს გახდეს ერთგვაროვანი და ფუმფულა. ამის შემდეგ დაამატეთ შაქარი, შემდეგ კარაქი და არაჟანი. ბოლოს შეურიეთ ვანილი და კაკაო. და რა თქმა უნდა ქიშმიში, ცუკატები, თხილეული თქვენი გემოვნებით.

ჩააფინეთ ორ ფენად გადაკეცილი დოლბანდი ფორმაში და ხაჭოს მასა გადაიტანეთ. ზემოდან დაადეთ მძიმე საგანი, რომ კარგად დაიწუროს და გამოიდევნოს ზედმეტი სითხე. ფორმა მოათავსეთ აუცილებლად ჯამში და მთელი ღამე გააჩერეთ მაცივარში.

მეორე დღეს კაკაოს ხაჭოს პასკა მზადაა!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.