ხახვის დიფი

12 იან 2021 |

სიმართლე რომ გითხრათ, მთავარ კერძზე მეტად წასახემსებლებზე ვგიჟდები; მიყვარს მარტივი და არომატული ,,სტარტერებით" დანაყრება. დღევანდელი აღმოჩენა ეს ხახვის დიფია, რომელსაც იმედია ყველა მოამზადებთ. ამ წასახემსებლის ინგრედიენტები თითქმის ყოველთვის მოიძებნება სახლში, ასე რომ არ დააყოვნოთ და იპოვეთ ახალი გემო food4.ge-სთან ერთად და გაუზიარეთ ოჯახის წევრებს და კორონაგადატანილ მეგობრებს :)

ინგრედიენტები

მომზადება

ამ უგემრიელესი დიფის მომზადებას ვიწყებთ ხახვის კარამელიზაციით.

დაჭერით ხახვი ნახევარმთვარის ფორმაზე, წვრილად დაჭერით ნიორი, მოასხით ტაფაზე ზეთი და კარაქი და დაიწყეთ მოთუშვა. ყოველ 2-3 წუთში მოურიეთ ვიდრე ხახვი არ დარბილდება და არ მიიღებს კარამელის ფერს.


მნიშვნელოვანია, რომ 30 წუთ მაინც გაგრძელდღეს ხახვის კარამელიზაცია დაბალ ცეცხლზე და გაითვალისწინეთ, რომ დასაწყისშივე მოასხათ 2 ს/კ წყალი. მოთუშვის პროცესში მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.


როდესაც ხახვის მომზადებას დაასრულებთ, გააციეთ და კარგად შეურიეთ არაჟანს. მოაყარეთ ქინძი და მიირთვით გახუხულ პურთან, ან თქვენივე მომზადებულ კარტოფილის ,,ჩიფსთან" ერთად :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.