ხახვის წვნიანი ფრანგულად

23 იან 2020 |

Bonjour! რას მიირთმევთ? ხახვის წვნიანზე რას იტყვით? მოდით, თქვენს წარმოდგენაში გადააქციეთ საკუთარი სახლი ფრანგულ რესტორნად და რომანტიკული საღამო მოაწყვეთ საყვარელ ადამიანთან ერთად გემრიელ კერძის და ჭიქა ღვინის თანხლებით. რატომღაც ამ კერძს სახლში იშვიათად ვამზადებთ, არადა როგორი გემრიელი და მარტივია. მოდით, სცადეთ და შეადარეთ რომელი სჯობს, ფრანგული რესტორნის თუ თქვენი?

ინგრედიენტები

მომზადება

ხახვის წვნიანის მომზადებას ვიწყებთ ხახვის დაჭრით: გაჭერით შუაზე და დაჭერით თხელ ფენებად. ღრმა დიდ ქვაბში გაადნეთ კარაქი და საშუალო ცეცხლზე დაიწყეთ ხახვის კარამელიზაცია. ეს პროცესი ძალიან მარტივია, მაგრამ ჭირდება დრო და 3-4 წუთში ერთხელ მორევა რომ არ მიიწვას. დახლოებით 30 წუთში ხახვი გახდება ოქროსფერი, რის შემდეგაც ვამატებთ ნიორს და ვტოვებთ 2 წუთი, შემდეგ ფქვილის დროა. ფქვილი კარგად შეურიეთ არსებულ ინგრედეიენტებს, ის წვნიანს გახდის უფრო ბლანტს და მისცემს სისქეს. ამის შემდეგ დაამატეთ ღვინო, თუ თქვენ გიყვართ ხახვის წვნიანში მძაფრი ღვინის გემო იგრძნოთ, დაუმატეთ ცოტა მეტი ვიდრე ინგრედიენტებში წერია.

ამის შემდეგ ქვაბში ვასხამთ ვორჩესტერშაიერის სოუსს, ხბოს ხორცის ბულიონს, დაფნის ფოთოლს და სასურველია თუ გექნებათ ბეგქონდარაც. გააგრძელეთ მომზადება და დაელოდეთ ვიდრე არ ადუღდება. დაუწიეთ ცეცხლს და კიდევ 10 წუთი დატოვეთ. ბოლოს ამოიღეთ დაფნა და ბეგქონდარას ღეროები და დაუმატეთ მარილი და პილპილი.

დაჭერით პური ბაგეტი და იმის მიხედვით რამდენი უკუფა გჭირდებათ, წაუსვით ზეითუნის ზეთი და ღუმელში გახუხეთ (ფრთხილად, არ დაგეწვათ).

წვნიანი გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ჯამებში, მოათავსეთ გახუხული პური და მოაყარეთ ყველი მთელ ზედაპირზე. ჩემი წვნიანის მომზადების დროს ვოცნბობი მქონოდა სულგუნი, რადგან ვფიქრობ რომ ძალიან ძალიან მოუხდება ამ კერძს.

მოათავსეთ ჯამი გახურებულ ღუმელში და დაელოდეთ ვიდრე არ დადნება ყველი. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ჯამი არ გექნებათ, შეგიძლიათ პურის ნაჭერზე მოათავსოთ ყველი, გაადნოთ და ისე დაასკუპოთ წვნიანს.

მიირთვით ღუმელიდან გამოღებისთანავე! Bon appetit!


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.