ხბოს კანჭი ტარხუნის სოუსთან ერთად
გაზაფხული და მით უმეტეს სააღდგომო სუფრა ჩაქაფულის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ვინც კარგად გვიცნობთ იცით, თუ როგორ გვიყვარს ჩვენ სიახლეები. სწორედ ამიტომ, ტრადიციულ კერძზე ექსპერიმენტები არ ჩავატარეთ და ტარხუნა სხვანაირად გამოვიყენეთ ხორცთან ერთად. food4.ge სააღდგომო სუფრაზე გამომცხვარი ხბოს კანჭი ტარხუნის სოუსთან და პიურესთან ერთად საპატიო ადგილს იკავებს!
ინგრედიენტები
ხბოს კანჭისთვის:
ტარხუნის სოუსი:
კარტოფილის პიურე:
მომზადება
ვიწყებთ ხორცის მომზადებას. გარეცხეთ ხბოს კანჭი, გააშრეთ და ფქვილში აურიეთ.
გახურებულ ღრმა თუჯის ტაფაში/სპეციალურ ჭურჭელში ჯერ გაადნეთ კარაქი და მოთუშეთ ხახვი და ნიორი. ამის შემდეგ მობრაწეთ ყველა მხრიდან ხბოს კანჭები. ბოლოს ჩაამატეთ ლუდი და 5-10 წუთი გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე, რომ ხორცი ოდნავ მოიხარშოს. გადააფარეთ თუჯის ტაფას ალუმინის ფირფიტა და შეფუთეთ.
ამის შემდეგ, 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ ხბოს კანჭი მინიმუმ 2 საათი. ბოლო 30-45 წუთი მოხსენით ალუმინის ფირფიტა და მობრაწეთ ხორცი.
რაც შეეხება სოუსს, აღიშნული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და სულ ესაა! წყლის დახმარებით განსაზღვრეთ სოუსის სისქე.
პიურესთვის კი მოხარშეთ კარტოფილი, დაჭყლიტეთ, ჩაამატეთ კარაქი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და ოდნავ ლიმონის წვენი, მეტი პიკანტურობისთვის.
სერვირების თეფშზე ჯერ მოათავსეთ პიურე, შემდეგ ხბოს კანჭი და ბოლოს მოასხით ტარხუნის სოუსი!
გემრიელად მიირთვით!